პოლიტიკა
პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარებს აღარ გავაკეთებ - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის აღარ გამოეხმაურება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს, რომლებიც საკონსტიტუციო პროექტზე „კონსესუსს“ ხელს არ უწყობს.
„მე პრეზიდენტის განცხადებებზე აღარ გავაკეთებ კომენტარებს. ხშირად კეთდება ხოლმე სამწუხაროდ, არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ნამდვილად ხელს არ უწყობს კონსესუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. აქედან გამომდინარე, დღეს მე მოვერიდები რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე“.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა კონსტიტუციაზე, რომელმაც უნდა გამორიცხოს ყოველგვარი ავტოკრატია და უზრუნველყოს დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


