სამართალი
პრეზიდენტის ვეტოც დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია- ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, სასამართლოს სისტემის რეფორმის ე.წ მესამე ტალღის პროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო, დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
„იცით რა ტენდენციას ვაკვირდები, რომ თუ პრეზიდენტი ამა თუ იმ საკითხს ვეტოს დაადებს, ეს არის ყოველთვის ძალიან მტრულად აღქმული. მე მგონი, პრეზიდენტის ვეტოც დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს ყველაფერი გადადის პიროვნული მიუღებლობის სპექტრში. პრეზიდენტს უფლება აქვს შენიშვნები წარუდგინოს პარლამენტს და პარლამენტი გაიზიარებს თუ არა, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ძალიან მშვიდად და ბრძნულად უნდა მივუდგეთ ასეთი ტიპის საკითხების განხილვას.
რას ამბობს პრეზიდენტი? ის ამბობს, რომ მოსამართლეების არჩევა უნდა ხდებოდეს მოსამართლეების მიერ. აი ეს არის მთავარი პუნქტი. ჩვენ ვამბობთ, რომ მოსამართლეებს უნდა ირჩევნდენ მოსამართლეები. ჩვენი მოდელი კიდევ უფრო განსხვავებულია. სამსაფეხურიანი უნდა იყოს მთელი ეს პროცესი. შემდეგ ამ მოსამართლეებს უნდა იხილავდნენ პარლამენტში და პარლამენტიდან კანდიდატურა უნდა მიდიოდეს პრეზიდენტთან და თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, შესაბამისად, ის კანდიდატი ვერ მოხვდება განსხილველ კანდიდატურებს შორის. მოსამართლეს არ უნდა ნიშნავდეს იუსტიციის საბჭო , მითუმეტეს, როცა იუსტიციის საბჭო არის მურუსიძეების ხელში“,-აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტარები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უყრიან კენჭს.
გარდა ამისა,დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კიანდიდატურას უყრიან კენჭს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


