პოლიტიკა
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არ უნდა გაგვიჭირდეს - დავით მათიკაშვილი
დღეს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით გასამართ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას აპირებს, ასევე არ გაიზიარებს გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, ვეტოს დაძლევა მმართველ გუნდს არ გაუჭირდება.
„სრულყოფა ამით არ მთავრდება და მომავალშიც შესაძლებელია, რომ გარკვეული ცვლილება შევიდეს, ამიტომ ამ კანონის მიღების გაჭიანურება იქნება ძალიან ცუდი, როგორც სასამართლოს რეფორმის კუთხით, ასევე საზოგადოებისთვის. ასე რომ, მაღალი ალბათობით, ვეტოს დაძლევა ჩვენ არ გაგვიჭირდება“, - ამბობს მათიკაშვილი.
ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ტუღუიშის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას უნდა გაეზიარებინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
„რომ დაძლევენ ამ ვეტოს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, არც არასდროს არ გვეპარებოდა, როცა მათ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადეს, რომ დაძლევდნენ. თუმცა, კაი იქნებოდა, რომ გაეზიარებინათ ეს შენიშვნები, რათა რამდენიმე თვეში არ გახდეს კიდევ იგივე კანონზე მუშაობა ახლიდან დასაწყები“, - ამბობს ტუღუში.
ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო „საერთო სასამართლოების შესახებ“ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
პლენარულ სესიამდე პრეზიდენტი ამ კანონზე მსჯელობის ფარგლებში გამართა მოლაპარაკებები როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამათავრობო სექტორთან. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ უარი თქვეს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ მსჯელობაში მონაწილეობაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


