პოლიტიკა
პრეზიდენტის ვეტო ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო პრინციპები უგულებელყო - ირაკლი აბესაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე მიუთითებს მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფაზე. აბესაძის თქმით, ეს გამოიხატება სუს-ის გაზრდილ უფლებამოსილებებში.
„პრეზიდენტის ვეტო იმის ნათელი დადასტურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტუტუციო პრინციპების უხეში უგულებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზრვრელი გახადა სუს-ის შესაზლებლობა, ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში, აწარმოოს უკანონო მიყურადება და შემდეგ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით მოახდინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების პოლიტიკური შანტაჟი“, - თქვა პარლამენტარმა.
აბესაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ გეგმავს, გაასაჩივროს აღნიშნული კანონპროექტი.
„ვაპირებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან საერთო კონსულტაციების შედეგად მივიღოთ შემდგომი გადაწყვეტილება ამ კანონის კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდგომში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების შესახებ“, - განაცხადა აბესაძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ფარული მოსმენების კანონს. დღევანდელ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ კანონში გამოიკვეთა ორი ხარვეზი, რომელიც ეხება ფარული მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს დამოუკიდებლობასა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე დაკისრებულ ხარჯებს. გამოსვლის ბოლოს მან მოუწოდა საპარლამენტო უმრავლეოსობას, გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურისვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


