პოლიტიკა
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა - ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ აღმსარულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ვადამდე ადრე შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით კონსტიტუციური სამართლის უხეში დარღვევა იქნებოდა.
ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ,,ქართულ ოცნებაში’’ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არცერთი გადაწყვეტილება წინასწარ მიღებული არაა.
,,ჩვენ წინასწარ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ფართო განხილვების საფუძველზე, ფართო კონსულტაციების და კონსენსუსის საფუძველზე.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მისი უფლებამოსილების ვადას, ამას ვერავინ შეეხება, იქამდე ვიდრე, პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილი, არსებული ვადა არ დასრულდება. ეს იქნებოდა, კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად სპეკულაციები და არ ვიცი, რომელი კონსტიტუციონალისტები - ბრჭყალებში თუ ბრჭალებს გარეთ, საუბრობენ ამაზე. რა თქმა უნდა, ეს არის გამორიცხული. პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. შესაბამისად, ყველანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არის სპეკულაციები.
დღეს საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩემი ვარაუდით, პარტია ალბათ, ამ სისტემას დაუჭერს მხარს, თუმცა ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ყველანაირი კონსულტაციისთვის. ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, ჩვენ შევინარჩუნებთ საპარლამენტო სისტემას, თუ შემოვიღებთ დემოკრატიული მმართველობის რაიმე სხვა ფორმას’’, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


