პოლიტიკა
პრეზიდენტის სურვილი, რომ მივიდეს მთავრობის სხდომაზე, არაა სერიოზული, რადგან პრეზიდენტს არავინ არ შეუშვებს მთავრობაში - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, მას მთავრობის სხდომაზე არ შეუშვებენ.
დეპუტატის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე სალაპარაკოდ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მიიწვიოს.
„პრეზიდენტის სურვილი, რომ მივიდეს მთავრობის სხდომაზე, არ არის სერიოზული, რადგან პრეზიდენტს არავინ არ შეუშვებს მთავრობაში, ცხვირწინ კარს მიუხურავენ.
პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ვინაიდან ეს საკითხები უკვე ეხება ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუცია, მოხდა ძალაუფლების მიტაცება, კონსტიტუციისა და კანონებს გარეთ მდგომი ადამიანების მიერ ქვეყანა იმართება არაფორმალური კრიმინალური წესით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის“,- განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ის სხდომაზე დასწრებას აპირებს, სადაც დააყენებს სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


