პოლიტიკა
პრეზიდენტის სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც არის განსაზღვრული დღეს მოქმედი კონსტიტუციით - ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო ცვლილების შემოთავაზებული რედაქცია გამორიცხავს ძალიან მაღალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში, გამორიცხავს პრაქტიკულად, საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მიზანი არ ყოფილა პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა, რასაც ადასტურებს საკონსტიტუციო ცვლილების შემოთავაზებული რედაქცია, რომელიც პრეზიდენტს ეხება.
”იყო ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა. სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც არის განსაზღვრული დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ანუ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. სტატუსი არ იცვლება, უფლებამოსილების კუთხით კი გვაქვს ცვლილებები იქ, სადაც ამას მოითხოვს იურიდიული ლოგიკა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული.
”პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული დისკუსიები კომისიისა თუ სხვა ფორმატებში. წარმოდენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია და ამას ეფუძნება სწორედ ის ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია საკონსტიტუციო პროექტით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


