პოლიტიკა
პრეზიდენტის სტატუსი იგივე რჩება, მაგრამ მის უფლებამოსილებებში ორი არსებითი ცვლილება შევიდა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის სტატუსი უცვლელი რჩება, მაგრამ ორი არსებითი ცვლილება შედის პირველი პირის უფლებამოსილების კუთხით.
ერთ-ერთი ეხება უშიშროების საბჭოს.
როგორც კობახიძემ ქუთაისში კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უშიშროების საბჭო ამჟამინდელი სახით არ უნდა არსებობდეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ მოქმედი კონსტიტუციით, უშიშროების საბჭო პრეზიდენტს რჩევებს აძლევს იმ საკითხებზე, რაც მთავრობის უფლებამოსილებებში შედის. კობახიძის აზრით, ეს დაუშვებელია და გამოსწორებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით.
მეორე ცვლილების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარმდგენი არა პრეზიდენტი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნის საფუძველეზე მოხდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


