პოლიტიკა
პრეზიდენტის შენიშვნები არ გავიზიარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ-ერთ შემოთავაზებულ შენიშვნას არ ვეთანხმები - რომან კაკულია
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმდჯომარემ რომან კაკულიამ ახსნა, რატომ არ ეთანხმება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ვეტოდადებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის არ უჭერს მხარს თავად კანონპროექტს.
„ადრინდელის მსგავსად, შემოთავაზებულ კანონპროექტს არ ვუჭერ მხარს – ჩემი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტის შენიშვნები არ გავიზიარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ-ერთ შემოთავაზებულ შენიშვნას არ ვეთანხმები და ამის გაზიარება ნიშნავდა იმასაც, რომ მაგალითად, სტარტაპების თემას უნდა დავეთანხმო უკვე შემოთავაზებულ კანონპროექტში, სადაც ჩვენ ასევე საწინააღმდეგო პოზიცია გვქონდა.
ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის, ჩვენი პოზიციის საფუძველი რა იყო, ეს იყო რეკლამასთან დაკავშირებული გარკვეული უსამართლობის აღქმა სხვა განსაკუთრებით მცირე ტელევიზიების მიმართ. გასაგებია, რომ საუბარი იყო ხოლმე ევროპულ გამოცდილებაზე, მაგრამ ჩვენ ევროპულ კანონმდებლობას იმიტომ ვღებულობთ, ზოგს ათი წლის დათქმით, ზოგს ხუთის და ა.შ., იმიტომ, რომ ყოველთვის ვითვალისწინებთ კონტექსტს, როდის გახდება ესა თუ ის ევროპული გამოცდილება შესაბამისი არსებულ კონტექსტთან და მიმაჩნია, რომ დღეს არ არის ჩვენთან ბაზარი ისეთნაირად განვითარებული, რომ სამართლიანობად აღვიქვათ ჩვენ ასეთი ტიპის ჩარევა“, – განაცხადა კაკულიამ.
კაკულიამ იმედი გამოთქვა, რომ კოლეგები მეტი ყურადღებით მოუსმენენ მათ მოსაზრებებს.
„სარეკლამო ბაზრის მზარდობა-არმზარდობაზე იყო საუბარი, წარმოდგენილი იყო გარკვეული მონაცემები, ამას ალბათ გადაამოწმებს ჩვენი უწყება, მაგრამ მზარდიც რომ იყოს რეკლამა, მაინც უსამართლოდ მიმაჩნია პირადად ეს გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები უფრო მეტი ყურადღებით მოუსმენენ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს არა მხოლოდ წარმატებულ ფუნქციონირებაში დაეხმარება, არამედ დაეხმარება იმაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მთლიანობაში მის მიმართ გარკვეული სამართლოანობის განცდა“, -აღნიშნა კაკულიამ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვით კომიტეტის 4 წევრმა შენიშვნებს მხარი დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


