პოლიტიკა
პრეზიდენტის საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან შეთქმულებებში დადანაშაულება არალოგიკურია - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის დადანაშაულება საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან ფარულ მოლაპარაკებებში არალოგიკურია. აბაშიშვილის თქმით, ოპოზიციამაც მიიღო მონაწილეობა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, რომლის მიხედვით პრეზიდენტს უფლებამოსილებები უმცირდება.
„საკონსტიტუციო კომისიამ მასში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღო დოკუმენტი როგორ მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები, როგორ იცვლება პირდაპირი არჩევის წესი არაპირდაპირით, როგორ უქმდება უშიშროების საბჭო, როგორ რჩება პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე - ეს დოკუმენტი კომისიის იმ წევრებმა მიიღეს ერთობლივად, რომლებთანაც კონსპირაციულ შეთქმულებებში გვადანაშაულებდნენ. და სად არის აქ ლოგიკა? - თუ ასეთი ტიპის კონსპირაციულ შეთქმულებებს ვალაგებთ, გამოდის, რომ ჩვენ ვალაგებთ იმ კონსტიტუციურ პროექტს, რომელიც ამ კომისიამ მიიღო“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობამ თვითიზოლაციაშია და კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ჩნდება ე.წ. შეთქმულების თეორიები.
აბაშიშვილის განცხადებით, უმრავლესობამ არ იცის, რა სჭირდება მოსახლეობას, ხოლო ამის გარკვევას პრეზიდენტი ცდილობს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში.
„პროექტის ფარგლებში, პრეზიდენტი სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობას ხვდება და მათ აზრს ისმენს. აღნიშნული ფორმატი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დაეხმარება. მმართველმა გუნდმა არ იცის, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა დღეს“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


