პოლიტიკა
პრეზიდენტის როლი სასამართლოსთან მიმართებით კონსტიტუციაში მეტად უნდა იყოს დაკონკრეტებული - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.
„მგონია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით რაც არის საჭირო და მნიშვნელოვანი, არის ის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებები გაიმიჯნოს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მან განმარტა, რომ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს არა პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე, არამედ იმის განსაზღვრა, თუ რა ფუნქციები დაეკისრება პრეზიდენტს და რა - აღმასრულეებლ ხელისუფლებას.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფში დაყენებულ წინადადებას პრეზიდენტისთვის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის უფლების შესაძლო ჩამორთმევის შესახებ, ჩუგოშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის როლი სასამართლოსთან მიმარტებით უნდა იყოს დაკონკრეტებული.
„სასამართლოს ნაწილში, ვფიქრობ, პრეზიდენტის კომპეტენცია მნიშვნელოვანია, ის, რომ მას კანდიდატების წარდგენის და მოსამართლის დანიშვნის უფლებამოსილება ჰქონდეს თავად, სხვების მონაწილეობის გარეშე. ზოგადად, კონტრასიგნაციების საკითხები არის გასამართი კონსტიტუციაში და, შესაბამისად, სწორია, თუ მეტი კონკრეტიკა იქნება შემოტანილი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდი იმართება. სხდომაზე განიხილეს პრეზიდენტის უზენაეს სასამართლოში მოსამართლის წარდგენის უფლების შესაძლო შემცირების შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


