პოლიტიკა
პრეზიდენტის რეზიდენცია იქნება მზად - ანზორ ჩუბინიძე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდგომ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა, სრულად არ იყოს დასრულებული.
რაც შეეხება იმას, რომ უკვე გარემონტებულ რეზიდენციას ხელახლა დასჭირდა რემონტი, ჩუბინიძემ უპასუხა, რომ „ეს იყო კოსმეტიკური რემონტი“. ჩუბინიძის მტკიცებით, ის რემონტისთვის გამოყოფილ ხარჯებზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.
„თანხები ზეპირად ზუსტად არ ვიცი. ნამდვილად არ მახსოვს. ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია იქნება მზად, რომ პრეზიდენტი შევიდეს და იმუშაოს, თუმცა, ალბათ, ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა, იყოს კვლავ გასაკეთებელი. ვფიქრობ, განწყობა ისეთია, მიუხედავად ყველაფრისა, არ არის იმის აუცილებლობა, რომ რაღაც დავაჩქაროთ და სიჩქარეში რაიმე გაფუჭდეს, პრეზიდენტი შევა და მას მუშაობის საშუალება ექნება, თუმცა შესაძლებელია, რაიმე ტექნიკური სამუშაო გაგრძელდეს“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე იცავს რეზიდენციას.
ცნობისთვის, ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად ათონელის რეზიდენციაში იმუშავებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


