უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2018 16:30
font-size

პრეზიდენტის მხრიდან მცდელობაა, საზოგადოების ყურადღება სხვა სივრცეში გადაიტანოს - დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადების მიზანი იყო შეწყალების თემიდან ყურადღების გადატანა სხვა საკითხზე.

„პარლამენტის წევრები ვართ, პარლამენტში ვმუშაობთ და რაღაც საკითხებზე შეიძლება ინტერესთა თანხვედრა იყოს, მაგრამ ქვეყნის დოქტრინული ხედვა რადიკალურად განსხვავებულია და ვერანაირ ხედვაზე საუბარი ვერ იქნება. „ქართულ ოცნებას“ არანაირი დახმარება არ სჭირდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს. პრეზიდენტის მხრიდან მცდელობაა, საზოგადოების ყურადღება სხვა სივრცეში გადაიტანოს. სჯობს, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ იმ საკითხებზე იმსჯელონ, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს. თუნდაც ეს შეწყალებას ეხება“, – უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს.

გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“. ოპოზიციისა და უმრავლესობის კრიტიკა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ვეფხია ბაქრაძემ, რომელიც სასჯელს იხდიდა ოჯახის წევრისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე საკუთარი გერი მოკლა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი