პოლიტიკა
პრეზიდენტის კომენტარის ხასიათის გამო არ უნდა იცვლებოდეს საკონსტიტუციო მოდელები ქვეყანაში - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის არაკორექტული განცხადების გამო შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე იმსჯელოს.
აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ არ უნდა იცვლებოდეს.
„ მისი [ ირაკლი კობახიძის] თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის”, - განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა, როგორც არაკორექტული შეაფასა. კერძოდ, მან ილაპარაკა პრეზიდენტის ნათქვამზე, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის ორსაფეხურიანი წესით არჩევას. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვის მოტივაცია არის „არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


