პოლიტიკა
პრეზიდენტის გამოსვლა ბრალდებებით დაიწყო - ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი მუდამ დიალოგისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდს, მისი გამოსვლა ბრალდებას უფრო ჰგავდა.
ბესელიას თქმით, პრეზიდენტი წარდგა, როგორც მხარე და არა ნეიტრალური არბიტრი.
„პრეზიდენტის გამოსვლის დასაწყისი იყო ბრალდების შემცველი. მგონია, რომ შეცდომა იყო, როდესაც პრეზიდენტმა გამოსვლა ასე დაიწყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ მეტი დიალოგი ჰქონდეს, დიალოგის მოსურნე პრეზიდენტს კი უნდა ჰქონდეს მეტი კონსტრუქციული ტონი. ჩვენ კრიტიკა არ გვაფრთხობს, არ ველოდით, რომ პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა ქება-დიდება, მაგრამ არ არის სასურველი, როდესაც პრეზიდენტი, რეალურად, როგორც მხარე, ისე ელაპარაკება პარლამენტს და არა როგორც ნეიტრალური არბიტრი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას შეფასებით, პრეზიდენტი ოპოზიციის მხარეს დადგა.
„ის თავად ინაცვლებს იმ სივრცეში, საიდანაც გვესაუბრება, ის გასცდა მიუკერძოებელი არბიტრის სივრცეს. ის საუბრობს დღეს ზუსტად იმ ტერმინოლოგიით და შინაარსით, როგორითაც საუბრობს დღეს ოპოზიცია“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
ბესელია ასევე არ დაეთანხმა პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, უმრავლესობამ დიალოგზე უარი თქვა. ბესელიას განმარტებით, მმართველი გუნდი ყოველთვის იწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რაც მათი ღიაობის ნიშანია.
„თუ პრეზიდენტი ჩაკეტილობას ეძახის იმას, რომ ფორმალური დიალოგი არის მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დიალოგს მოჰყვეს ეგრევე ვეტოს დადება, რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგი აზრს კარგავს. ჩვენ ყველა სამუშაო პროცესში ვიწვევთ მის წარმომადგენლებს. ეს ნიშნავს, რომ გახსნილია თანამშრომლობის სივრცე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მისი მხრიდან მხოლოდ ვეტოების დახუნძლულ სტატისტიკას“,- განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ იმ თემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მოსმენას ისურვებდა პრეზიდენტის გამოსვლაში.
„მე დამაკლდა უსაფრტხოების საკითხები, სისტემური რეფორმების გამოყოფა, დამაკლდა საქართველოს მიღწევები ბოლო 4 წელში, რა სწრაფი დინამიკა აქვს და როგორ გადაინაცვლა კრიზისული ვითარებიდან რეგიონის ლიდერობამდე და ამის შეფასება იყო ზუსტად უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა ბესელიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


