პოლიტიკა
პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტიო უმარვლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით.
თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი.
„ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო მოდელისკენ, არამედ ეს მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, ამ მოდელზეა მორგებული და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე“, - ამბობს თალაკვაძე.
კონსტიტუციონალისტის, ვახუშტის მენაბდის თქმით, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უფრო მისაღებია არსებული საპარლამენტო მოწყობის გათვალისწინებით.
„რა თქმა უნდა, არ არსებობს უნივერსალური მოდელი პრეზიდენტის არჩევის წესის. ეს დამოკიდებულია ბევრ სხვა საკითხზე. კონსტიტუციაში, მე პირადად ვფიქრობ, რომ ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში და უნიკალური ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით ძალიან კრიტიკულები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მიმართ“, - ამბობს მენაბდე.
შეგახსენებთ, რომ ახლა საპარლამენტო კომისიის თემატური ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


