პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზევე ჩართულიყო კონსულტაციებში - ფიქრია ჩიხრაძე
პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე გამოეხმაურა მმარტველი პარტიის გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში აღარ მიიღოს მონაწილეობა.
ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზევე ჩართულიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში. ჩიხრაძემ იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატურის შერჩევის შემდეგ, მმართველი გუნდი პროცესს შესაბამისი მზაობით შეხვდება.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზევე ჩართულიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში. ყოველი შემთხვევისთვის იმედი გვაქვს, შემდგომ ეტაპზე მაინც, როდესაც კანდიდატურა იქნება შერჩეული, ისინი ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდებიან.
დარჩა კიდევ რამდენიმე ჯგუფი, რომელთან შეხვედრასაც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ და უახლოეს ხანში გადავალთ შემდგომ ეტაპზე, რასაც ჰქვია კანდიდატურების განხილვის ეტაპი",- განაცხადა ჩიხრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


