პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით `ეს შენ გეხებას` წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი პრეზიდენტის სასახლეში კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
მხარეები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შესწავლის ფარგლებში იმართება. დღესვე, ამავე საკითხზე, პრეზიდენტის სასახლეში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებთანაც გაიმართება შეხვედრა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ იზიარებენ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მოსმენების გასაღები სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში დარჩენას ითვალისწინებს. ისინი მოითხოვენ, რომ ე.წ. გასაღების გადასაცემად დამოუკიდებელი ორგანო შეიქმნას და არა სუს-ის სსიპ-ი. არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ადამიანის პირად ინფორმაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წვდომა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ორგანო პროფესიულად დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


