პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრა შესთავაზა, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ისევე უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას - ფიქრია ჩიხრაძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში გამართული კონსულტაციების ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრა შესთავაზა, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ისევე უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, – განაცხადა პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, კონსულტაციების დაწყებისას განისაზღვრა ადამიანებისა და ორგანიზაციების წრე, რომელთა ჩართულობაც აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო.
„შესაბამისად, აქედან ვერაფრით იქნებოდა გამორიცხული იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლო. ჩვენ გვქონდა კონტაქტი, როგორც ერთთან, ისე მეორე უწყების ხელმძღვანელებთან და შეთავაზება, რომ მათთვის სასურველ დროს, სასურველ ფორმატში გამართულიყო აღნიშნული შეხვედრები. მათ აიღეს გარკვეული ვადა პასუხისთვის. პასუხად იუსტიციის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრების უმეტესობა შვებულებაში იმყოფებოდა და ამიტომ ვერ მოხერხდებოდა შეხვედრა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მან ბრძანა, რომ ესაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მოსამართლეებმა მოსაზრებათა გამო, თავი შეიკავეს ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობისგან, თითქოს არგუმენტით, რომ ასეთ პროცესში მოსამართლეების ჩართულობა გამართლებულად არ მიაჩნდათ“, – განაცხადა ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრის შეთავაზება იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართაც.
„შეთავაზება იყო ღია უმრავლესობასთან, გარკვეული მოლაპარაკებაც მიდიოდა მათთანაც, მაგრამ პროცესში უცებ გაწყდა აღნიშნული კომუნიკაცია და მათ უარი თქვეს ამ შეხვედრის დანიშვნაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.
ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მთავარი აქტორები გამორჩა. ის მიიჩნევს, რომ შერჩევის პროცესში აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და უმრავლესობასთან შეხვედრა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


