პოლიტიკა
პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ „წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს“.
კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს მმართველი გუნდის იმიჯს.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
„პირველ ჯერზე ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, მას მხარი დაუჭირა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ და ასე გახდა ის პრეზიდენტი. ამაში კომიკური არაფერი არ არის. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ცდილობს ხოლმე, ასეთი არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ის, ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარია სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი არაა, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტი.
„დაასახელებს თუ არა მარგველაშვილი თავის კანდიდატურას, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. არც ის -ელოდება თუ არა ჩვენ მიერ კანდიდატურის დასახელებას, ესეც არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვიცით, რომ იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური, ესეც არ არის პრინციპული. გვაქვს 50%-იანი მხარდაჭერა, შესაბამისად, აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, პირველ ტურში იქნება თუ მეორეში. შესაბამისად, ჩვენთვის არავითარი ინტერესის საგანი არ არის, მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე ჯერ პოლიტსაბჭოს, ხოლო შემდეგ უმრავლესობის ფორმატებში იმსჯელებენ და სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლომდე გასაჯაროვდება პარტიის პოზიცია.
კითხვაზე განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, კობახიძემ უპასუხა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
„განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს. არაერთი კანდიდატი იყო ნახსენები, მათ შორის პარტიულიც და არაპარტიულიც, თუმცა უნდა დაველოდოთ და დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


