პოლიტიკა
პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს
საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ტელეკომპანიის დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის მიერ ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა.
„განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა ნატო ჩხეიძემ შესაძლო ზეწოლის შესახებ, შეიცავს ყურადსაღებ ინფორმაციას, ისევე როგორც სხვა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიასაშუალებები აკეთებდნენ მსგავს ან სხვა პრობლემების შესახებ განცხადებებს. ახლაც პრეზიდენტი განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნებს ამ საქმე თვალყურს, მას ექნება შეხვედრა ჟურნალისტებთან და ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან, რათა დეტალურად მოისმინოს ინფორმაცია და ყველა კონკრეტული საკითხი გაიაროს მათთან, რადგან მრავალფეროვანი მედია გარემო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. ყველა საკითხი რაც ეხება მედიას პრეზიდენტი განსაკუთრებული მნიშვნელობით ეკიდება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ტელეკომპანია „იბერიამ“ გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


