საზოგადოება
პრეზიდენტი , სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შეწყალების კომისიის სხდომები არ გამართულა. მისი ვარაუდით, პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას.
„მე, როგორც კომისიის წევრს, არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რატომ არ გაიმართება კომისიის სხდომა, ან გაიმართება თუ არა იმიტომ, რომ საბოლოოდ კატეგორიული პასუხი ამაზე არ ყოფილა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება. სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ალბათ, არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი , სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას", - განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვაზე: „პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი ხომ არ თქვა გარკვეული რაღაცების სანაცვლოდ“, ლომჯარიამ უპასუხა, რომ ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეცია.
„არ ვიცი. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის წმინდად მისი დისკრეცია და პირადად პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. რა დგას ამის უკან, მას უნდა ჰკითხოთ",- აღნიშნა ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


