პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატილ პროცესს და არც ალტერნატიულ ტექსტს
მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატილ პროცესს და არც ალტერნატიულ ტექსტს, არამედ, ჩვენ ვეხმარებით მიმდინარე პროცესს დემოკრატიის მეშვეობით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვის დაწყებისას.
,,პირველ რიგში, ეს არის დახმარება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პატივცემულმა წევრებმა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ არ ფიქრობს პარტიული პოზიციიდან, არ ფიქრობს რაღაც სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ფიქრობს ერთადერთზე, რის წაკითხვას მოინდომებდა ქართველი ხალხი ამა თუ იმ მუხლში, მათ ვეხმარებით, იმიტომ, რომ ვაწვდით ქართული საზოგადოების მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რა გვინდა, რომ ჩვენ ვიხილოთ კონსტიტუციაში.
აგრეთვე, ჩვენ ვეხმარებით კომისიას იმ თვალსაზრისით, რომ მომავალი პროექტის განხილვის პროცესში, ქართული საზოგადოება იქნება ბევრად უფრო მობილიზებული, ორგანიზებული, გათვიცნობიერებული საკონსტიტუციო საკითხებში და ბევრად უფრო კვალიფიციურ დიალოგში შევა მომავალი პროექტის განხილვისას.
ასე რომ, ჩვენ დღეს ვიწყებთ თანხმობის პროცესს, პროცესს გაერთიანებისა, ღირებულებების ირგვლივ დისკუსიისა და პროცესს, რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ იმ მიზნამდე, რომ კონსტიტუცია, რომელიც იწყება სიტყვებით - ,,ჩვენ საქართველოს მოქალაქენი’’, ამ კონსტიტუციის ხელის მომწერი იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი’’, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


