პოლიტიკა
პრეზიდენტი რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს.
„გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება, მარგველაშვილი რას გააკეთებს. წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადებების კეთება სერიოზული პრობლემაა. მსგავსი განცხადებები სტაბილურობისთვის, სახელმწიფოსა და პრეზიდენტის იმიჯისთვის დამაზიანებელია. მისი არცერთი სიტყვა სიმართლესთან ახლოს არ არის. პრეზიდენტი რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტი ყურადღებას მიიქცევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ სამოქალაქო საზოგაოდებასთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კითხვაზე, იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, განაცხადა, რომ პასუხის არგაცემით სამსახურს გაუწევს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მმართველ „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას.
მარგველაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო უარყოფითი პასუხისას - უფრო სუსტს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


