პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ მოიწვევს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას, ამის შესახებ მისმა საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის განმარტებით, უარის მიზეზია არაერთი ხარვეზი საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში, ასევე ის, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის არ იყო მიღწეული კონსესუსი. მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზიც, მათ შორის კი მთავარია ის, რომ ის არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი, შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს, ამავე დროს, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, თუმცა გაცნობებთ, რომ ესაა პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, ვინაიდან და რადგანაც კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონ შეუძლია, შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა პრეზიდენტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა 26 სექტემბერს 14 საათზე პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიოს.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


