პოლიტიკა
პრეზიდენტი ოპოზიციონერ ლიდერად ევლინება ქვეყანას, რაც მიუღებელია- დავით მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ უარის თქმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ადასტურებს, რომ ის ოპოზიციონერი ლიდერია.
„კონსტიტუციით, როცა პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს არ აწერს, დოკუმენტზე ხელმოწერა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს. პრეზიდენტის სულისკვეთება კიდევ ერთხელ დასტურდება, რადგან ქვეყანას ისე ევლინება, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, რაც მიუღებელია. ეს გადაწყვეტილება ხელს იმ ჯანსაღ და კარგ რეგულაციებს ვერ შეუშლის, რომელიც კანონპროექტით გათვალისწინებულია. მიღებული კანონპროექტი მედიასივრცის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერა არ არის. ეს მთლიანად მედიასივრცის მხარდაჭერაა.
მედიაორგანიზაციების პოზიცია საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის პოზიციას არ ემთხვევა, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ ამ კანონმდებლობით დაგეგმილი ცვლილებები თანხვედრაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან”,-თქვა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ კანონპროექტს ხელს არ აწერს.
21 თებერვალს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტო დაძლია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


