პოლიტიკა
პრეზიდენტი მოხსენებით პარლამენტის წინაშე თებერვლის ნაცვლად, შესაძლოა, მარტში წარსდგეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე თებერვლის ნაცვლად, სავარაუდოდ, მარტში გამოვა.
„პრეზიდენტის მოსმენა საგაზაფხულო სესიის დასაწყისშია. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, კონსტიტუციური საკითხია. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი შეფასებები იმ პრობლემების ირგვლივ, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, ვინც აირჩია პრეზიდენტი მარგველაშვილი. რატომ ითხოვს ამის გადადებას და რა საპატიო მიზეზები აქვს ამისთვის, ჩემთვის უცნობია“,-აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.
რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო, როგორც წესი, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს.
საგაზაფხულო სესია კი, თებერვლის პირველ სამშაბათს იმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


