პოლიტიკა
პრეზიდენტი ითხოვს, „მოსმენების კანონის“ ის მუხლები გაუქმდეს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს მეგობრის სტატუსით „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით.
დოლიძის თქმით, პრეზიდენტი მოითხოვს, კანონის ის მუხლები გაუქმდეს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას.
„შესაბამისად, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის თქმით, პრეზიდენტს არაერთხელ გამოუყენებია ვეტო ამ კანონპროექტზე. გიორგი მარგველაშვილის აზრით, შეთავაზებული კანონი ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი სტრუქტურის ფორმირებას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


