უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2018 10:45
font-size

პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში საკითხს გაეცნობა და პატრიარქის პოზიციასაც გაიზიარებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება არასწორი იყო მაშინ, როცა დეკანოზი იზოლირებული იყო, ხოლო მის ადვოკატებს საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრების აკრძალვა ჰქონდათ.

–„ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ემოცია დაგროვდა. მე მის უწმინდესობას ვესაუბრე და ჩემი პოზიცის გავუზიარე სინოდის წევრებსაც, რომ კარგი იქნება თუ ტემპერატურას დავწევთ. მაშინვე დავაფიქსირე, რომ ამ საქმეს გრიფი საიდუმლო აქვს დადებული და არაერთი საშუალო, უმაღლესი თუ ზემდეგი პოლიტიკოსი აფიქსირებდა პოზიციას, მაშინ როცა მამალაძე იყო იზოლირებული და ვერაფერს ამბობდა და მის ადვოკატებსაც ჰქონდათ აკრძალვა. პოლიტიკურ პროცესთან, რაც ხდებოდა მე კითხვები არ გამჩენია და ვთქვი, რომ იყო თანაბარი პირობების დარღვევა მამალაძისთვის. ამის იქით მე საქმის დეტალებს არ გავცნობივარ“- განაცხადა მარგველაშვილმა

პრეზიდენტის თქმით, შეწყალების უფლება პოლიტიკის მიღმაა და არ უნდა ჩართო ამ პოლიტიკურ ორომტრიალში. მისივე თქმით, ის შეეცდება ეს პროცესი განიხილონ არა იმის მიხედვით ვინ რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, არამედ უმაღლესი სულიერი თუ მორალური სტანდარტებიდან გამომდინარე.

ცირა გურგენიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი