პოლიტიკა
პრეზიდენტი და ოპოზიცია 4 საკითხზე შეთანხმდნენ - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი და ოპოზიცია დღევანდელ შეხვედრაზე შეჯერდნენ 4 საკითხზე, რომლებსაც გიორგი მარგველაშვილი ვეტოს დაადებს. ამის შესახებ დოლიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
დოლიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ოპოზიცია მზადაა, „ოცნებას“ 35 ხმა შესთავაზოს, რათა 2020 წლისთვის ქვეყანა გადავიდეს სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
„პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მოითათბირეს და იქიდან გამომდინარე, რომ ამოსავალი ფასეულობა არის, რომ კონსტიტუცია იყოს თანხმობის დოკუმენტი, არა ერთი პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება, დღეს შეთანხმდნენ 4 საკითხზე. აქედან სამი არის თავადვე „ოცნების“ პოზიცია. პირველი, რომ დაშვებული იყოს ბლოკები, მეორე, რომ აიკრძალოს ბონუსი, მესამე, რომ პროპორციული არჩევნები იყოს შემოღებული 2020 წლიდან და 6 თვის განმავლობაში ვისმენდით, რომ ეს იყო სწორედ „ოცნების“ პოზიცია და ამის განხორციელება არ იყო შესაძლებელი, იმიტომ, რომ რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა არ არის. აქ ოპოზიცია კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს თანხმობისკენ და სთავაზობს 35 ხმას პარლამენტს იმისათვის, რომ „ოცნების“ ეს პრინციპული იდეა იყოს განხორციელებული“, -აღნიშნა დოლიძემ.
დღეს პრეზიდენტი სამი მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციაზე სალაპარაკოდ ოპოზიციას შეხვდა.
გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის 7-კაციან დელეგაციას მოელაპარაკა ამავე საკითხზე. კერძოდ, განიხილებოდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააანონსა, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს გამართავს ოპოზიციასთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


