პოლიტიკა
პრეზიდენტი ჩვენ მიერ გამოცემულ დადებით დასკვნებს უარყოფს და ზოგიერთ ადამიანს მოქალაქეობას აღარ ანიჭებს - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში გადაგზავნილ განაცხადებს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ხელს არ აწერს.
„ორმა სხვადასხვა პრეზიდენტმა - 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები მიიღო ჩვენ მიერ გაგზავნილ დადებით რეკომენდაციებზე და გამოიცა მინიჭების შესახებ დასკვნები, თუმცა იყო შემთხვევები, განსაკუთრებით წელს და ბოლო კვირებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ მიერ გამოცემულ დადებით დასკვნებს უარყოფს და აღარ ანიჭებს ზოგიერთ ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას. ახალი კრიტერიუმები ჩვენთვის უცნობი რჩება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით სამინისტროს 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 23 000 პირის შემთხვეაში უწყებამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


