უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 თებერვალი, 2017 15:40
font-size

პრეზიდენტი აქტიურად აპირებს ჩაერთოს მოსამართლეების საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში- ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტი აქტიურად ჩაერთვება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეზე, პაატა ქათამაძესა და ბესარიონ ალავიძეზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებაში.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ვიტყვი ერთ რამეს, რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად აპირებს ჩაერთოს ამ საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ამ გაჩენილ კითხვის ნიშნებს პასუხს გასცემს. ეს არის ძალიან რთული თემა, როდესაც მოსამართლეები ლაპარაკობენ გარკვეულ ზეწოლაზე და ეს მითქმა-მოთქმა კი აღარ არის, არამედ, არის უკვე ოფიციალური პროცესი. ბუნებრივია, პრეზიდენტი ძალიან აქტიური იქნება და ის ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსამართლეებს“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მთავარ პროკურატურას მათზე განხროციელებული ზეწოლის გამო 14 იანვარს მიმართეს.

გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტის საფუძველზე აღიძრა.

„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრები არიან. უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმე სწორედ დიდ პალატას აქვს გადაცემული.

საკითხთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერლურმა დირექტორმა ნიკა გავრამიამ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ ის აღნიშნული საქმით დაინტერესდეს.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი