პოლიტიკა
პრეზიდენტი ამ ფაქტს საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს - ეკა მიშველაძე
საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირების მხარდაჭერას.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
,,გვსურს გამოვეხმაუროთ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირების მხარდაჭერას.
მოგეხსენებათ, ეს მოსკოვსა და სოხუმის ე.წ. ხელისუფლებას შორის, 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანამდევი პროცესის გაგრძელებაა. რეალურად კი, ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას.
პრეზიდენტი გმობს ამ ფაქტს და მას საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს, რაც პრეზიდენტის აზრით, საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს’’, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


