პოლიტიკა
პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მიმართ მოთხოვნების წამოყენება სავსებით გაუგებარი, ცინიკური და უკიდურესად თავხედურია - ჯო უილსონი
პრემიერ-მინისტრის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მიმართ მოთხოვნების წამოყენება სავსებით გაუგებარი, ცინიკური და უკიდურესად თავხედურია , - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.
„მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მოხდა საქართველოს სახელმწიფოს უკანონო მიტაცება თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ივანიშვილის კრიმინალურმა ჯგუფმა:
- დაიწყო ყოველდღიური ანტიამერიკული პროპაგანდის კამპანია
- საჯაროდ დაადანაშაულა პრეზიდენტი ტრამპი კორუფციაში
- გააძევა ამერიკული კომპანიები და გზა გაუკვალა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას
- დააკავშირა ქვეყანა ირანის ტერორისტულ რეჟიმთან
- აკრძალა ოპოზიციური პარტიები და დევნა დაუწყო განსხვავებულ აზრს
- სცემს, აკავებს და ავიწროებს უდანაშაულო მოქალაქეებს
ამ ფონზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მიმართ მოთხოვნების წამოყენება სავსებით გაუგებარი, ცინიკური და უკიდურესად თავხედურია.
აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან ემყარება საერთო ღირებულებებს — თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას. ამ ღირებულებების მტრებს ვერ ექნებათ მხარდაჭერა,“ - წერს ჯო უილსონი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


