უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 იანვარი, 2018 11:55
font-size

პრევენცია ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი უნდა იყოს - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა პრევენციაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

„მისასალმებელია, რომ შეიკრიბა ეს კომისია და დიდი იმედი მაქვს, შევაჯერებთ პოზიციებს.

კიდევ რჩება საკამათო თემები. რაც მთავარია, ვიზიარებთ პრინციპებს, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა გასაღებასთან.

პრევენცია ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი უნდა იყოს, ნარკომომხმარებლების მკურნალობა და ზრუნვა, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულები. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, ხოლო დეტალები, როგორ ჩამოყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსში, ამ თემაზე შეხვედრაზე ვიმსჯელებთ“, - თქვა ზოიძემ უწყებათაშორისო კომისიის სხდომის დაყწებამდე.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეკრების ჩატარების ინიციატივა შს მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის. ის ასევე ესწრება სხდომას.

გარდა ამისა, განხილვაში მონაწილეობენ პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით 2017 წლის 27 დეკემბერს მიიღო. ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომიდან დაიწყო.

საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადების შემდეგ კანონპროექტის განხილვა დროებით შეწყდა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი