უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 იანვარი, 2019 16:10
font-size

პრეპარატი „ტამიფლუ“ იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი იურიდიული პირები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე, - ამის შესახებ საუბარია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აპელირება იმაზე, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას, “ - აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ასოციაცია ასევე აღნიშნავს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება.

ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება“, – ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი