კომენტარი
პრემიერს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოუვა - ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)
პრემიერ-მინისტრმა იცრუა, როცა აღნიშნა, რომ მე მერიაში შეუძლოდ გახდომის გამო შემიყვანეს, რათა ჩემთვის დახმარება აღმოეჩინათ, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ მომიპარეს აქციიდან. ეს მოპარვაა, რადგან არ შემდგარა სამართლებრივი დოკუმენტი, რის გამო დამაკავეს და შემიყვანეს მერიაში. კადრებში აღბეჭდილია, როგორ მივყავართ მასაში, სადაც მერიის უსაფრთხოების თანამშრომლები ფიზიკურად მისწორდებიან. ეს წინასწარ დაგეგმილი იყო. მას შემდეგ, რაც ამ ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ცუდად გავხდი, შეშინდნენ, შემიყვანეს შენობაში და მთხოვდნენ დავწოლილიყავი, მთავაზობდნენ სასწრაფოს გამოძახებას. პრემიერს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოუვა. ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ ჩემზე ფიზიკური ძალადობა მოხდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და ის ვიდეომასალას გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, ჩანს მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები როგორ აყენებენ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2 ოქტომბერს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


