პოლიტიკა
გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?! - გიორგი კვირიკაშვილი
680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?! - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ბიძინა ივანიშვილისა და მერიის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ პროტესტს გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მიმართა, რომ როდესაც მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა.
“არავის არ უნდა მოერიდოს, რომ თქვას, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. მე მგონი ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რადაგან ბიძინა ივანიშვილია არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?! მე მგონი, ეს არასწორია.
საუბარია იმაზე, რომ 20 000 ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - ეს არის თბილისი, გურია, სამეგრელო, აჭარა. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?! მინდა ყველამ ნახოს ის ვიდეო, იმ ადამიანის გვარი არ მახსოვს, რომელიც 26 მაისის შემდეგ, როდესაც გვამები ეყარა, პარლამენტის შენობის წინ, ამბობდა ნაგვისგან გაწმინდესო. ნაგავს ეძახდა ამ ოპოზიციონერებს. მას გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ, რომ პულსი გაქვს შვილო, მომატებული და გარეთ არ გახვიდე, არ ინერვიულოო.
ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებული იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც პოლიტიკოსებმა უნდა ვეცადოთ, რომ ხალხს ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


