პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი დაეთანხმა, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან დისციპლინა დაირღვა და გაკეთდა არაკორექტული განცხადებები - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიის ხელმძღვანელობა, მათ შორის კი პრემიერი დაეთანხმნენ, რომ რამდენიმე დეპუტატმა დისციპლინა დაარღვია და გააკეთა არაკორექტული განცხადებები.
„გუშინ პარტიის ოფისში ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. ჩვენი შეფასებით, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან დისციპლინა დაირღვა და გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერ–მინისტრი დაეთანხმა. ამის მიუხედავად, ძალიან სამწუხაროდ ასეთი განცხადებები და პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება. ყველას ვთხოვ, ნუ აყვებიან ცალკეულ განცხადებებს. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება. გაიმართება პარტიაში შეხვედრა. განიხილება ყველა განცხადება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
ამ კონტექსტში მდინარაძემ ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე და გედევან ფოფხაძე დაასახელა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


