პოლიტიკა
პრემიერმა მოგვცა ადამიანური პირობა, რომ მაჩალიკაშვილის საკითხზე გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს - მარიამ კუბლაშვილი
მთავრობის ადმინისტრაციაში მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი უფლებამადაცველების პრემიერთან შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემურ საკითხებს, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებსა და აგრეთვე მისი უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნას.
,,პრემიერი გვისმენდა ამ ყველაფერზე და დეტალურად კიდევ ერთხელ მოინიშნა. აშკარა იყო, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები. მან მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უშუალოდ აწარმოებს ამ საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას და აგრეთვე, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას. პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან. იქნება დასჯილი თუ, არ იქნება დასჯილი ვინმე და რა რეაგირება იქნება - ამაზე წინასწარ პასუხი ვერ იქნება გაცემული. თუმცაღა ჩვენს ადეკვატურ მოთხოვნებზე განაცხადა, რომ უშუალოდ შეისწავლის კიდევ ერთხელ და მოხდება რეაგირება.
კითხვებზე, რომელიც მე მქონდა, მან პასუხი გამცა. ფაქტია, რომ მან ამ საქმის მასალების შესახებ იცოდა “, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, კონკრეტული შედეგი, რომ ,,შეხვედრიდან გამოვიდნენ და ხვალ დაისჯება დამნაშავე, მათ არ აქვთ.“
,,მაგრამ ჩვენ გვაქვს პირობა, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და აუცილებლად იქნება მათზე რეაგირება, თუკი იქნება ამის საფუძველი. რაც შეეხება ვადებს, ითქვა, რომ ეს იქნება უახლოს პერიოდში. ეს იყო პრემიერის ადამიანური პირობა, რომ ამ საკითხზე ის გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, თუ გონივრულ ვადაში, კერძოდ 10-15 დღეში არ მოხდება მათ მოთხოვნებზე რეაგირება, აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა შს მინისტრი გიორგი გახარიაც.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


