უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2017 11:50
font-size

პრემიერმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა

დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შეფასებისას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა, რაც მისასალმებელია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მის შეხვედრას წინ უძღოდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრები, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.

„თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმა ძალიან დადებითად შეფასდა და მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელზე ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ძალიან წარმატებული“ უწოდა.

„შეხვედრა გვქონდა ესტონეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტებს ვახორციელებთ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, ასევე, ჩვენი საგადასახადო რეფორმა ესტონეთის მაგალითს ეფუძნება. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ავღანეთის პრეზიდენტთან და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნული წვლილი შეიტანა. შეხვედრისას, საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომავალ სამოქმედო გეგმასაც შეეხო.

„სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს აღარ ჩამოვთვლი. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია, მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენციიდან გამოვიტანოთ, გახლავთ ის, რომ ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რამხელა რაციონალი და ლოგიკა დგას ძლიერი ევროკავშირის უკან, ანუ უსაფრთხოების, პოლიტიკური, ეკონომიკური მიმართულებებით, დღევანდელი გამოწვევების პირობებში, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ევროკავშირის არსებობა. არაერთი დისკუსიისას, ძალიან ბევრმა ლიდერმა გაუსვა ამას ხაზი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სინერგია, რომელიც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის - ერთიანი ბაზრის ძალა და უსაფრთხოების კუთხით ძლიერი ევროკავშირის მნიშვნელობა. ჩვენ გვქონდა საშუალება, საპანელო დისკუსიების დროს, გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია; იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომელიც ქვეყანაში უდავოდ არის და ასევე, ოკუპაციის პრობლემებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოკუპაციის პრობლემებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის როლზე ამ პროცესში, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი