პოლიტიკა
პრემიერმა დაუშვა მძიმე შეცდომა და რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სათავისოდ გამოიყენა - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ის შეცდომები, რომლებიც პრემიერმა დაუშვა რუსეთისადმი გაგზავნილ მიმართვაში, მოსკოვმა სათავისოდ გამოიყენა.
მისი თქმით, საქართველო ამ მიმართვის შედეგებს მოიმკის საერთაშორისო შეხვედრებზე.
„პრემიერმა დაუშვა მძიმე შეცდომა და რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გამოიყენა სათავისოდ, თავის სასარგებლოდ. ნეგატიური შედეგები გაგრძელდება იქამდე, სანამ კვირიკაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი.
იმიტომ რომ ნებისმიერ შეხვედრაზე ან ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ჩვენ პრეტენზიებს გამოვთქვამთ რუსეთზე, ყველგან აგვაფარებენ დღეის შემდეგ ამ წერილს. გვეტყვიან, მე რა შუაში ვარ, როცა შენ თვითონ ამბობ, რომ მზად ხარ, ელაპარაკო აფხაზებსა და ოსებს და მხოლოდ დახმარებას ითხოვ და ჩემთან რა პრობლემა გაქვს?“, -თქვა ხუხაშვილმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მოსკოვი მიესალმება თბილისის სურვილს, პირდაპირი დიალოგი ჰქონდეს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


