პოლიტიკა
პრემიერის განცხადება ქვეყანას ასუსტებს და იმის ილუზიას ქმნის, რომ ჩვენ ახლა რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე გადავდივართ - სერგი კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთის პასუხში შეიძლება, ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ პასუხი საუბრისთვის სივრცეს ტოვებს.
მისი შეფასებით, კვირიკაშვილის განცხადება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო რუსეთის მოთხოვნებს თანხმდება.
„ვითარებაში, რომელშიც დღეს ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მთავრობა ძლიერი ჩანდეს და არა – სუსტი. პრემიერის განცხადება ქვეყანას ასუსტებს და იმის ილუზიას ქმნის, თუ პირდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ახლა რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე გადავდივართ, მათ შორის სოხუმთან პირდაპირი დიალოგისა და ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა კაპანაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად უმჯობესია ხელისულფლებამ ქვეყნის ინტერესებზე იზრუნოს.
დეპუტატის თქმით, ჟენევის ფორმატის შეცვლის შემთხვევაში რუსეთი მედიატორის სტატუსით და არა კონფლიქტის მხარედ იქნება წარმოჩენილი, რაც საქართველოს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
„თუ პრემიერის განცხადებაში ეს არ იგულისხმებოდა, კარგი იქნებოდა, მას საკუთარი განცხადება და საქართველოს ინტერესები უკეთ განემარტა. იმაზე ფიქრი ილუზიაა, რომ შეიძლება იმ შეთავაზებიდან რაიმე კარგი გამოვიდეს, რაც რუსეთის სამაბზაციან განცხადებაში თითქოს გაჟღერდა”, – განაცხადა კაპანაძემ.
მან აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ოპოზიცია უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდება, მიიღებს თუ არა ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


