პოლიტიკა
პრემიერის განცხადება ეს არის თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის - სალომე სამადაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის განცხადება უვადო მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გააკრიტიკა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დაწერა, „რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც“.
სამადაშვილის შეფასებით, კვირიკაშვილი ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა არის დამოუკიდბეელი.
„პრემიერის განცხადება ეს არის თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის, თითქოს ხელისუფლება არ მონაწილეობს იმ პროცესში, რომლის შედეგად ჩვენს სასამართლო სისტემაში რჩებიან ის მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს ყველაზე მეტი შეკითხვა და რომლების მიმართაც ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს, იმიტომ რომ ესენი არიან მარტივად მართული მოსამართლეები. მათი დატოვება შესაბამის სისტემაში შედის ხელისუფლების ინტერესებში და პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით უბრალოდ ცდილობს, რომ ჩვენ შეგვიქმნას განცდა, რომ თითქოს ქვეყანაში რეალურად არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რაც ყველა ჩვენგანმა იცის, რომ არის უბრალოდ სიცრუე“, -თქვა სამადაშვილმა.
კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გუშინ გაიმართა. სულ საბჭომ 50 კანდიდატიდან 44 განამწესა უვადო მოსამართლეებად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობდა 6, 7 და 8 თებერვალს.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


