პოლიტიკა
პრემიერი ზურაბ პოლოლიკაშვილზე - როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ
როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ - ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - ამის შესახე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევასთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერის თქმით, არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების და რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.
„რაც შეეხება ელჩების საქმეს, მე ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ დახურულ რეჟიმში ხდება ხოლმე ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას. საუბარია კონკრეტულ საქართველოს ელჩებზე, რომლებიცდაიბარეს და რომლებსაც ამ კუთხით ერთგვარი ანგარიში მოსთხოვეს.
რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, რაღაც ისეთი აღქმა აქვს ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას. ვიღაცებს აქვთ იმის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ თავში ჩარტყმას რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების და რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად, თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობაზე. ეს კაცი წლის ბოლომდე არის ჯერ კიდევ გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურადუალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ. პასუხს უნდა იმსახურებდე იმისათვის, რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქნა ის წარდგენილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა მისი კანდიდატურის გამოწვევა. მანამდე ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარიმის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსიც ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს ადამიანი. ამით დაამტკიცა მან, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურის გამოწვევის თაობაზე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ღალატი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არ გამოწვევა. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


