პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციის ალიანსზე - ყველა ეს პარტია, პრაქტიკულად, არის „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წარმოშობილი, ხდება შესაკრებთა უბრალო გადათამაშება
თქვენ იცით, რომ ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წარმოშობილი, აქედან გამომდინარე, ხდება შესაკრებთა უბრალო გადათამაშება, ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, არის ის, რომ მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ალიანსს შეეხებოდა.
მისივე თქმით, თითოეული მათგანი 2012 წლამდეც და 2012 წლის შემდეგაც, დაკავშირებული იყო და არის ან კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“, ან რადიკალურ ოპოზიციასთან.
„დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რეალურად, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ე.წ. ერთობა, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, მათ შორის, „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და 2012 წლის შემდეგაც არიან დაკავშირებულნი ან კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“, ან რადიკალურ ოპოზიციასთან, თავმჯდომარით დაწყებული, ყველა ლიდერით გაგრძელებული, მათ შორის, ლევან ცუცქირიძე. მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, თავის დროზე, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში, ამის შემდეგ მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას,“- აღნიშნა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


