პოლიტიკა
პრემიერი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“: მოლაპარაკებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, გამორიცხულია
რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ან რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, გამორიცხულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხონში, ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას.
პრემიერმა ვანი-ხონის არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად გივი ჭიჭინაძე წარადგინა. კვირიკაშვილმა კანდიდატის წარდგენის დროს, ოპოზიციასთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამორიცხულია თანამშრომლობა, როგორც "ნაციონალურ მოძრაობასთან," ასევე იმ პარტიებთან, რომლებიც ენმ-ს გამოეყვნენ.
,,გავრცელდა ჭორი, რომ ჩვენ გარკვეულწილად კარტბლანშს ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათთან დაკავშირებულ მათი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილ პარტიებს და ა.შ. მინდა გითხრათ, რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ან რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც დაგვიტოვეს 2008 წლის მემკვიდრეობა საოკუპაციო ძალასთან ერთად, რომლებმაც ვერ აიცილეს თავიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროვოკაცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, არის გამორიცხული. გამორიცხულია მათთან ან მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანაშრომლობა ან მეგობრობა. „ქართული ოცნება“ არის დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუქცევა დად მიჰყავს წარმატებისკენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც წარმატებაზე საუბრობს, კარგად ხედავს ასევე რა პრობლემებია დღეს ქვეყანაში.
„დღეს მოსახლეობას ისევ უჭირს და რა თქმა უნდა, წლებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, გამოვიყვანოთ სიღარიბის ჭაობიდან. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი, დიდი ქართული გამარჯვებით და რომელიც დღესაც შეუქცევადად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის გამოყვანა და სიღარიბიდან თავის დაღწევა. ვერც ერთი სხვა რეცეპტი ვერ იქნება ეფექტური საქართველოსთვის. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის მშენებლობის გზას. შეცდომებისგან რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას ჩავარდნებითაც, მაგრამ უფრო მეტი წარმატებით და აღმასვლით, ვიდრე შეცდომებია და ხალხის სიყვარულით, ადამიანების გვერდში დგომით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


