პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეკულაციას აწარმოებდნე მათ შორის ის პარტიები, რომლებიც არიან „ალდეს“ და სხვა მსგავსი ევროპული გაერთიანების წევრები.
„მე ვგულისხმობ „ლელოს“ და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ჰყოლიათ საკუთარ გუნდში, ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული. ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ, როგორიც არის „არაბიზაცია“ და ა.შ. მარტივი სტატისტიკით ყველაფერს ფარდა აეხადა – საქართველოში ბოლო აღწერით, სამი მილიონ 900 ათასი მოქალაქეა. პირველადი მონაცემებით, მხოლოდ დაახლოებით 250 ათასია უცხოელი, ანუ 6,5 პროცენტი. აქედან 220 ათასი არიან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. ეს არის რეალობა, რომ 250 ათასი უცხოელიდან 220 ათასი არის ან ქართველი უცხოური მოქალაქეებით, ან პოსტსაბჭოთა, ამერიკული და ისრაელის მოქალაქეობით. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებენ ე.წ. პროევროპული ძალები, იქნება ეს ირანი, თურქეთი და სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0,7 % მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამით კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა, რომ ე.წ. პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ, მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიგრაციის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა – „ევროპაში პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და მიგრაციის საკითხით დაინტერესება მისასალმებელია, თითოეული პატრიოტის სურვილია, საქართველომ ეროვნული, რელიგიური იდენტობა დაიცვას“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


