უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 დეკემბერი, 2018 11:20
font-size

პრემიერ-მინისტრმა აბიტურიენტებთან დაკავშირებით „ძალიან საინტერესო ინიციატივა“ დააანონსა

განათლების რეფორმის მთავარი ფილოსოფია ის არის, რომ განათლების სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აბიტურიენტებთან დაკავშირებით ახლო მომავალში „ძალიან საინტერესო ინიციატივა“ დააანონსა.

პრემიერის შეფაწარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიდეს, სებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 10-11% ჰქონდეს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაახლოებით სამჯერ უნდა გავზარდოთ ეს სექტორი. ეს ძალიან კომპლექსური და ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა. მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეფორმის რეალიზაციის რამდენიმე ეტაპი გვექნება და საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, საქართველოში განათლების სექტორს სტაბილურად ჰქონდეს ჩვენი ეკონომიკის არანაკლებ 10-11%-ისა. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შეიქმნას ის ადამიანური კაპიტალი, ის ცოდნა, პირობები, რომ ადამიანები რჩებოდნენ და თავიანთ ნიჭს და ტალანტს ახმარდნენ საკუთარი სამშობლოს განვითარებას. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ჩვენ გვყავს ორი მტერი - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ვფიქრობთ, სიღარიბეს დავძლევთ იმ ეკონომიკური პროგრამით, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ აქვე იმასაც ვამბობ, რომ ვერასოდეს შევიყვანთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ განათლების სექტორს არ ექნა დომინანტი პოზიცია და ამ შემთხვევაში მთლიანი ეკონომიკის 10-11%“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი