პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება თუ ბრალდება ცილისმწამებლურია - ეკა ბესელია მუხთარლის განცხადებაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებას გამოეხმაურა. რუსთავი 2-თან ინტერვიუში მუხთარლიმ თქვა, რომ მისი გატაცების უკან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დგას.
ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბრალდებას ცილისმწამებლური უწოდა.
„პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება თუ ბრალდება ცილისმწამებლურია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პრაქტიკულად, ყველა პირი დაკითხულია, ვისაც თეორიულადაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა. ამ საკითხზე შუალედური ინფორმაცია გასაჯაროვებული იყო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები თანამდებობიდან გადადგნენ. ასეთი ბრალდება ცილისწამება და სიცრუეა.
არანაირი დავალება და სახელმწიფოების უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის წინასწარი შეთანხმება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მის განცხადებას პოლიტიკური შინაარსი რომ ჰქონდეს, ეს ნამდვილად სარწმუნოა და ალბათ, განცხადება უფრო ამით არის განპირობებული, რადგან პრემიერის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება სიცრუეა“,- განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


